-
Visa-ს ექსკლუზიური შეთავაზებები საუდის არაბეთში
სასტუმროები

2025 წლის 30 სექტემბრამდე
Six Senses
15%-იანი ფასდაკლება დაუვიწყარ დასვენებაზე
აღმოაჩინეთ ფუფუნებისა და განმარტოების ატმოსფერო Visa-სთან ერთად და ისარგებლეთ 15%-იანი ფასდაკლებით Six Senses-ში, წითელ ზღვაზე. Six Senses წარმოადგენს მსოფლიოში ცნობილ კურორტებს, სადაც ბუნება და კომფორტი ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს.
მოიწყვეთ იდეალური დასვენება და დატკბით უნიკალური wellness პროგრამებითა და კულინარიული შედევრებით.
შეთავაზების პირობები:
- სპეციალური შეთავაზება ხელმისაწვდომია საცხოვრებლის დაჯავშნისას.
- შეთავაზება ხელმისაწვდომია ნებისმიერი Visa ბარათის მფლობელისთვის.

2025 წლის 14 ნოემბრამდე
Holiday Inn & Suites
15%-იანი ფასდაკლება ჯავშნებზე
იმოგზაურეთ კომფორტულად და ისარგებლეთ 15%-იანი ფასდაკლებით ალ-ხობარში Holiday Inn & Suites-ში ნომრის Visa ბარათით დაჯავშნისას!
მოიწყვეთ გამორჩეული ოჯახური დასვენება, კომფორტული საქმიანი მოგზაურობა ან უბრალოდ აღმოაჩინეთ ახალი ქალაქი შაბათ-კვირას Holiday Inn & Suites-ში, სადაც დაგხვდებათ მყუდრო გარემო, მაღალი ხარისხის მომსახურება და მოსახერხებელი ადგილმდებარეობა.
შეთავაზების პირობები:
- შეთავაზება ხელმისაწვდომია ნებისმიერი Visa ბარათის მფლობელისთვის.
- სპეციალური შეთავაზება ხელმისაწვდომია ქალაქ ალ-ხობარში.

2025 წლის 30 სექტემბრამდე
Warwick
10%-იანი ფასდაკლება Warwick Hotels-ის ნომრებზე
აღმოაჩინეთ Warwick Hotels & Resorts-ის სტუმართმოყვარეობა და ისარგებლეთ 10%-იანი ფასდაკლებით Visa ბარათით დაჯავშნისას.
ესტუმრეთ Warwick-ის სასტუმროს, სადაც დაგხვდებათ დახვეწილი ინტერიერი, მაღალი კლასის მომსახურება და გამორჩეული ადგილმდებარეობა.
დაჯავშნეთ თქვენი ნომერი warwickhotels.com-ზე განთავსებული ბმულის საშუალებით და ისარგებლეთ ექსკლუზიური შეთავაზებით.
ესტუმრეთ Warwick-ს საუდის არაბეთში მოგზაურობისას და მიიღეთ 10%-იანი ფასდაკლება Visa-სთან ერთად.
შეთავაზების პირობები:
- შეთავაზება ხელმისაწვდომია ნებისმიერი Visa ბარათის მფლობელისთვის.
- სპეციალური შეთავაზება ვრცელდება სასტუმროებზე ერ-რიადში, ჯიდაში, დამამში, ალ ჯუბაილში, ალ ხობარსა და ალ ტაიფში.

2025 წლის 31 დეკემბრამდე
Seafront Luxury Suites
30%-იანი ფასდაკლება და სპეციალური შეთავაზებები საცხოვრებლის დაჯავშნისას
მოიწყვეთ გამორჩეული დასვენება და დატკბით ზღვის პანორამული ხედებით Seafront Luxury Suites-ში!
აღმოაჩინეთ ექსკლუზიური შეთავაზებები Visa ბარათის მფლობელებისთვის Seafront Luxury Suites-ში ჯიდაში:
- 30%-იანი ფასდაკლება საცხოვრებლის დაჯავშნისას;
- დაჯავშნეთ 3 ღამე და მიიღეთ მე-4 ღამე უფასოდ, ან დაჯავშნეთ 4 ღამე - მიიღეთ მე-5 და მე-6 ღამე უფასოდ.
აღმოაჩინეთ გამორჩეული ლუქსები ოკეანის ხედით, განიტვირთეთ სრულ კომფორტსა და სიმყუდროვეში და ისიამოვნეთ კერძო ტერასებითა და მაღალი კლასის მომსახურებით.
შეთავაზების პირობები:
- შეთავაზება ხელმისაწვდომია ნებისმიერი Visa ბარათის მფლობელისთვის.
- სპეციალური შეთავაზება ხელმისაწვდომია ქალაქ ჯიდაში.

2025 წლის 17 ოქტომბრამდე
Mandarin Oriental AlFaisaliah
მესამე ღამე უფასოდ
გაიხანგრძლივეთ სიამოვნება და მიიღეთ მესამე ღამე უფასოდ Visa ბარათით Mandarin Oriental AlFaisaliah-ში სამი ღამის დაჯავშნისას!
აღმოაჩინეთ ფუფუნებისა და უნაკლო მომსახურების სამყარო და დატკბით ელეგანტური ნომრებით, სპა პროცედურებითა და უგემრიელესი სამზარეულოთი.
შეთავაზების პირობები:
- ხელმისაწვდომია ნებისმიერი Visa ბარათის მფლობელისთვის.
- სპეციალური შეთავაზება მოქმედებს ერ-რიადში.
- გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მოქმედებს ადგილობრივი გადასახადები. ტარიფებს ემატება 5%-იანი მუნიციპალური გადასახადი და 15%-იანი დღგ.
- ტარიფები შეიძლება შეიცვალოს და განსხვავდებოდეს კვირის დღეების მიხედვით. მითითებული ტარიფი ასახავს ერთი ღამის საშუალო ღირებულებას, უფასო ღამის ჩათვლით.
- შეთავაზება დამოკიდებულია ხელმისაწვდომობაზე, არ ვრცელდება ჯგუფურ ჯავშნებზე და შეუძლებელია მისი სხვა აქციებთან გაერთიანება.
- ჩამოსვლამდე ერთი დღით ადრე, 16:00 საათამდე გაუქმების შემთხვევაში, არანაირი გადასახადი არ იქნება გადასახდელი. სპეციალური ღონისძიებების დროს შესაძლოა ამოქმედდეს გაუქმების სპეციალური პოლიტიკა.
- დაჯავშნისას საჭიროა საკრედიტო ბარათის მითითება, მაგრამ გადახდა მოხდება მხოლოდ Check-Out-ისას.
- რეგისტრაცია შესაძლებელია 15:00 საათიდან, ხოლო Check-Out - 12:00 საათამდე.

2025 წლის 14 ნოემბრამდე
Voco Hotel
15%-იანი ფასდაკლება სასტუმროში დარჩენისას
მოიწყვეთ გამორჩეული დასვენება Voco Hotel-ში Visa-სთან ერთად და ისარგებლეთ ექსკლუზიური 15%-იანი ფასდაკლებით!
Voco Hotel წარმოადგენს სახლის კომფორტისა და პრემიუმ კეთილმოწყობის იდეალურ კომბინაციას, რაც თქვენი მოგზაურობისთვის გამორჩეულ ატმოსფეროს ქმნის.
დაჯავშნეთ თქვენი ნომერი Voco Hotel-ში ალ-ხობარში Visa ბარათით და მიიღეთ 15%-იანი ფასდაკლება.
შეთავაზების პირობები:
- შეთავაზება ხელმისაწვდომია ნებისმიერი Visa ბარათის მფლობელისთვის.
- სპეციალური შეთავაზება ხელმისაწვდომია ქალაქ ალ-ხობარში.
შოპინგი

2025 წლის 31 ოქტომბრამდე
AlBadr Optical
25%-მდე ფასდაკლება ოპტიკურ მომსახურებაზე
AlBadr Optical საუდის არაბეთში წამყვან ოპტიკურ საცალო ქსელს წარმოადგენს, რომელიც 15 ფილიალს ფლობს ქვეყნის ძირითად ქალაქებში, მათ შორის ერ-რიადში, ჯიდაში, დამამში და ა.შ.
ბრენდი მომხმარებელს ელეგანტური მზის სათვალეების, სამედიცინო სათვალის ჩარჩოებისა და მაღალი ხარისხის კონტაქტური ლინზების ფართო არჩევანს სთავაზობს.
ექსკლუზიური შეთავაზება Visa ბარათის მფლობელებისთვის:
- 25%-იანი ფასდაკლება მზის სათვალეებსა და სამედიცინო სათვალეებზე
- 20%-იანი ფასდაკლება კონტაქტურ ლინზებზე, მათ შორის სამედიცინო, გამჭვირვალე და დეკორატიულ ვარიანტებზე
აღმოაჩინეთ გამორჩეული კომფორტი და სტილი AlBadr Optical-თან ერთად!
შეთავაზების პირობები:
- შეთავაზება ხელმისაწვდომია ნებისმიერი Visa ბარათის მფლობელისთვის.
- ფასდაკლება არ ვრცელდება Cartier-სა და CHANEL-ის ბრენდებზე, ასევე ფიქსირებული ფასის მქონე ლინზებზე.

2025 წლის 29 სექტემბრამდე
Lustro
20%-იანი ფასდაკლება სამკაულების კოლექციაზე
ელეგანტურობა, სტილი და უნაკლო ოსტატობა - სწორედ ეს აქცევს Lustro-ს გამორჩეულ საიუველირო ბრენდად, რომლის კოლექციები დახვეწილი და ექსკლუზიურია. Lustro-ს ძვირფასი ქვებითა და ბრილიანტებით გაფორმებული სამკაულები კი მათი მფლობელის უნიკალურ გემოვნებას უსვამს ხაზს.
ისარგებლეთ განსაკუთრებული შეთავაზებით და შეიძინეთ Lustro-ს ძვირადღირებული სამკაულები 20%-იანი ფასდაკლებით Visa ბარათით გადახდისას.
გაინებივრეთ თავი ძვირფასი სამკაულებით Visa-სთან ერთად!
რესტორნები

2025 წლის 31 ოქტომბრამდე
20%-მდე ფასდაკლება ვახშამზე
ექსკლუზიური ფასდაკლებები Visa ბარათის მფლობელებისთვის ერ-რიადისა და ჯიდას რესტორნებში!
Visa Signature, Visa Platinum და Visa Infinite ბარათების მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ 20%-მდე სპეციალური ფასდაკლებით ერ-რიადისა და ჯიდას რჩეულ რესტორნებში ლანჩისას და ვახშმობისას.
დააგემოვნეთ კულინარიული შედევრები და აღმოაჩინეთ გამორჩეული შეთავაზებები!
რესტორნები ერ-რიადში:
- Il Baretto – 20%-იანი ფასდაკლება კვირიდან ხუთშაბათის ჩათვლით, 13:00-დან 18:00-მდე.
- Black Tap – 20%-იანი ფასდაკლება შაბათიდან ოთხშაბათის ჩათვლით, 18:00-დან 00:00-მდე.
- A.OK – 20%-იანი ფასდაკლება შაბათიდან ოთხშაბათის ჩათვლით, 18:00-დან 00:00-მდე.
- MrChow – 20%-იანი ფასდაკლება ვახშამზე 18:00-დან 00:00-მდე.
- Ruya – 20%-იანი ფასდაკლება ლანჩსა და ვახშამზე 13:00-დან 00:00-მდე.
- Jon & Vinny’s – 20%-იანი ფასდაკლება კვირიდან სამშაბათის ჩათვლით, 8:00-დან 18:00-მდე.
- Sobhy Kaber – 20%-იანი ფასდაკლება კვირიდან ხუთშაბათის ჩათვლით, 12:30-დან 18:00-მდე.
- Asmak Wadi El Nile – 20%-იანი ფასდაკლება ლანჩსა და ვახშამზე 13:00 საათიდან 00:00 საათამდე.
- Nile Palace – 10%-იანი ფასდაკლება ძალაშია 2025 წლის 16 ოქტომბრამდე.
- Om Ali – 10%-იანი ფასდაკლება ძალაშია 2025 წლის 16 ოქტომბრამდე.
რესტორნები ერ-რიადსა და ჯიდაში:
- Roka – 20%-იანი ფასდაკლება 13:00-დან 17:30-მდე და 10%-იანი ფასდაკლება 18:00 საათის შემდეგ ვახშამზე.
შეთავაზებები ხელმისაწვდომია Visa Signature, Visa Platinum და Visa Infinite ბარათების მფლობელებისთვის.
შეთავაზების პერიოდი:
- ძირითადი ფასდაკლებები ძალაშია 2025 წლის 31 ოქტომბრამდე.
- შეთავაზება Nile Palace-სა და Om Ali-ში ძალაშია 2025 წლის 16 ოქტომბრამდე.
ისარგებლეთ თქვენი Visa ბარათის ბენეფიტებით და დააგემოვნეთ უგემრიელესი კერძები!
SPA & Wellness
2025 წლის 1 ოქტომბრამდე
საუკეთესო სპა შეთავაზებები
20%-მდე ფასდაკლება რელაქსაციაზე
შეიგრძენით სრული განტვირთვის ატმოსფერო და აღიდგინეთ ძალები წამყვან სპა ცენტრებში, სადაც Visa ბარათის მფლობელები ექსკლუზიური ფასდაკლებებით ისარგებლებენ.
საუკეთესო სპა შეთავაზებები:
- 20%-იანი ფასდაკლება Ocean Spa-ში
- 20%-იანი ფასდაკლება Hot Stone Spa-ში
- 15%-იანი ფასდაკლება Jo Spa-ში
განიტვირთეთ ხანგრძლივი დღის შემდეგ, გაინებივრეთ თავი მასაჟით ან ისიამოვნეთ სხეულის მოვლის საუკეთესო პროცედურებით Visa-სთან ერთად.
აღმოაჩინეთ სპეციალურად თქვენზე მორგებული სპა პროგრამები და მიიღეთ:
- 20%-იანი ფასდაკლება Ocean Spa-ში -სპა ცენტრი, რომელიც გთავაზობთ სხეულის, სახის და თმის მოვლის მომსახურების ფართო არჩევანს
- 20%-იანი ფასდაკლება Hot Stone Spa-ში - იდეალური ადგილი რელაქსაციისთვის უნიკალური ცხელი ქვების მასაჟის ტექნიკის საშუალებით.
- 15%-იანი ფასდაკლება Jo Spa-ში - დასვენებისა და გაახალგაზრდავების ცენტრი, რომელიც გთავაზობთ მასაჟებს, არომათერაპიის პროცედურებსა და რელაქსაციის პროგრამებს.
შეთავაზება ხელმისაწვდომია ნებისმიერი Visa ბარათის მფლობელისთვის.

მანქანის ქირაობა

2025 წლის 31 დეკემბრამდე
Budget
10%-იანი ფასდაკლება მანქანის ქირაობისას
Budget წარმოადგენს მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან ავტომობილების გაქირავების ბრენდს, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს ავტომობილების ფართო არჩევანს საქმიანი ვიზიტებისთვის, მოგზაურობისა და ყოველდღიური საჭიროებებისთვის.
Budget-თან ერთად, თქვენი მგზავრობა მსოფლიოს დიდ ქალაქებში საიმედო, კომფორტული და ხელმისაწვდომი იქნება.
Visa Infinite ბარათის მფლობელები კი მანქანის ქირაობისას ექსკლუზიური 10%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ.
Budget-ის დაქირავების უპირატესობები:
- ავტომობილების ფართო არჩევანი — კომპაქტური ავტომობილებიდან დაწყებული ჯიპებითა და ძვირადღირებული მოდელებით დამთავრებული.
- მოსახერხებელი დაჯავშნის პროცესი ონლაინ და მსოფლიოს გარშემო ოფისებში.
- გამჭვირვალე დაქირავების პირობები ფარული საკომისიოების გარეშე.
- მომხმარებელთა მომსახურებისა და მხარდაჭერის მაღალი დონე.
ისიამოვნეთ გადაადგილების თავისუფლებით Visa-სა და Budget-ის ექსკლუზიურ შეთავაზებასთან ერთად!
შეთავაზება ხელმისაწვდომია ნებისმიერი Visa ბარათის მფლობელისთვის.