Visa-ს ან QR-ის მეშვეობით ანგარიშსწორება არის მობილურიდან გადახდის ახალი მეთოდი, რომლის მეშვეობითაც შეგიძლიათ თანხა გადაუხადოთ თქვენი Visa-ს წინასწარი გადახდის სადებეტო ან საკრედიტო ანგარიშიდან ყველა სახის სავაჭრო ობიექტს ან ბიზნესს. ამისათვის მხოლოდ ტელეფონია საჭირო. ეს ნიშნავს, რომ სადაც დაინახავთ Visa-ს ბრენდის სავაჭრო ნიშანს ან QR-ს, მარტო ბარათი უნდა დაასკანეროთ და ისე გადაიხადოთ!
რა არის Visa-ს QR-ით გადახდის მეთოდი
ახლა ყველას შეუძლია სმარტფონიდან გადახდა:
მოხერხებული
გადაიხადეთ თითის რამდენიმე დაწკაპუნებით. Visa-თი ან QR-ით ანგარიშსწორების გადაწყვეტა მობილურიდან თანხის გადახდას უფრო იოლს და უსაფრთხოს ხდის - ასე რომ, თითქმის ყველას შეუძლია მობილურის გამოყენება თანხის გადახდის დროს.
უსაფრთხოება
ანგარიშსწორების ტრანზაქცია ციფრულად დაიშიფრება, ხოლო მის გასატარებლად საჭირო იქნება უტყუარობის დადასტურება და დამტკიცება. ეს იმას ნიშნავს, რომ ტრანზაქციის წამოწყება ვერ მოხდება, თუ ამაზე როგორც თქვენ, ასევე მოვაჭრე თანახმა არ იქნებით.
კონტროლი
პირდაპირ შედით ანგარიშზე მობილური ტელეფონიდან. ამ გზით თანხას სავაჭრო ობიექტს ისე გაუგზავნით, რომ ისინი თქვენი ანგარიშის ნომერს ვერ დაინახავენ.
სად შეიძლება Visa-ს QR-ის ანგარიშისწორების მეთოდის გამოყენება
ყავას ყიდულობთ, ქვითრებს იხდით, თუ სადილს უკვეთავთ, Visa-ს QR ანგარიშსწორების მეთოდი გადახდის პროცესს უფრო იოლს, მოხერხებულსა და უსაფრთხოს გახდის. მოძებნეთ Visa-ს ბრენდის სავაჭრო ნიშანი ან QR-ის ნიშანი მაღაზიებში, თქვენს ქვითრებზე ან ტაქსში. იხილეთ, თუ როგორ შეგიძლიათ Visa-ს QR-ის ანგარიშსწორების მეთოდის გამოყენება:

მაღაზიებში

თქვენს ქვითრებზე

ტაქსში
აირჩიეთ Visa მობილურით ანგარიშსწორების სხვა მეთოდების გამოყენებისთვის:
შეიყვანეთ სავაჭრო ობიექტის მაიდენტიფიცირებელი ნომერი და გადაიხადეთ Visa-თი
მოხერხებულად გადაიხადეთ სავაჭრო ობიექტებში მხოლოდ თქვენი ბანკის მობილური აპლიკაციის ჩატვირთვით ან USSD-ს ფუნქციის გამოყენებით და სავაჭრო ობიექტის მაიდენტიფიცირებელი ნომრის შეყვანით. დაუყოვნებლივ მიიღებთ ტრანზაქციის დამადასტურებელ შეტყობინებას.
გაგზავნეთ ფული Visa-თი
უსაფრთხოდ გაუგზავნეთ ფული ოჯახის წევრებსა და მეგობრებს თქვენი ბანკის მობილური აპლიკაციებიდან, რისთვისაც უნდა შეიტანოთ მიმღების Visa-ს ბარათის ან მობილური ტელეფონის ნომერი. ფული მყისიერად გაიგზავნება!
გამოიტანეთ ან შეიტანეთ დეპოზიტზე ნაღდი ფული Visa-ს გამოყენებით
უსაფრთხოდ და იოლად გამოიტანეთ და შეიტანეთ დეპოზიტზე ნაღდი ფული მხოლოდ თქვენი მობილური ტელეფონის გამოყენებით. უბრალოდ დაასკანერეთ QR კოდი ან გამოიყენეთ USSD და შეიტანეთ სავაჭრო ობიექტის მაიდენტიფიცირებელი ნომერი ნაღდი ფულის აგენტთან, რათა გამოიტანოთ ან შეიტანოთ დეპოზიტზე თქვენი Visa-ს სადებეტო ბარათით. თანხის გაგზავნის შემდეგ თქვენც და თქვენი აგენტიც მიიღებთ შეტყობინებას და ციფრულ ქვითარს.