მგზავრობის დაზღვევა
დაზღვევა, მათთვის ვინც მოგზაურობს - ეს არის დაზღვევის გაფართოებული პროგრამა Visa Infinite ბარათის მფლობელისთვის (1 მლნ აშშ დოლარამდე ანაზღაურების ლიმიტით) და მათი ოჯახის წევრებისთვის.
როგორ მუშაობს პროგრამა?
• პროგრამა მოქმედებს უკრაინასა და საზღვარგარეთ გამგზავრებისას პირველი 90 დღის განმავლობაში (ანაზღაურება განსხვავდება).
• ბარათის მფლობელის გარდა პროგრამით სარგებლობენ:
⇒ მეუღლე, ანაზღაურების პერიოდის დაწყების მომენტისას არაუმეტეს 80 წლის ასაკისა,
და
⇒ 5 ადამიანამდე - შვილები, გერები, ასევე ნაშვილები ბავშები 18 წლამდე, ან 24 წლამდე, თუ ისინი სწავლობენ (სააუდიტორიო მეცადინეობა), არ არიან დაქორწინებული და ფინანსურად ბარათის მფლობელზე არიან დამოკიდებული (საცხოვრებელი ქვეყნის კანონმდებლობის თანახმად) და ისინი, ვინც ბარათის მფლობელთან ერთად ცხოვრობენ (გამონაკლისია ცალკე ცხოვრების შემთხვევა, როცა სწავლობენ სააუდიტორიო მეცადინეობის ფორმით).
• პროგრამა მოიცავს სპორტის უმეტესობა სახეობას იმ პირობით, რომ ბარათის მფლობელი არ არის პროფესიონალი სპორტსმენი, არ მონაწილეობს შეჯიბრში და სპორტის ფორმატი უსაფრთხოების აუცილებელი პირობებითაა უზრუნველყოფილი.
• პროგრამა მოქმედებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოგზაურობის დროს ტრანსპორტზე დანახარჯები და/ან სასტუმროში განთავსების ხარჯების 50% Visa Infinite ბარათით არის გადახდილი.
პრივილეგიების პროგრამა უზრუნველყოფს:
⇒ ინფორმაციის მიწოდებას
⇒ ჯანმრთელობის დაცვას
⇒ პირადი საკუთრების დაცვას
⇒ გაუთვალისწინებელი ხარჯებისგან დაცვას
⇒ სამოქალაქო ვალდებულებებისაგან დაცვას
⇒ იურიდიული დანახარჯების ანაზღაურებას
როგორ ვისარგებლოთ სამოგზაურო დაზღვევის პროგრამით?
• სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, დარეკეთ Visa პრემიუმ ბარათების მფლობელთა მხარდაჭერის სამსახურში: +38 (044) 499 39 75 (საერთაშირისო და უკრაინაში ზარებისათვის) და 0 800 305 797 (უფასოა უკრაინის ქალაქის ტელეფონიდან)
ზარი გადამისამართდება Assistance-ზე IVR მენიუდან.
• გააგზავნეთ ელექტრონული შეტყობინება საკონსულტაციო სამსახურში Assistance მისამართზე: [email protected].
დაზღვევა
დეტალური ინფორმაცია პრივილეგიების, პირობებისა და გამონაკლისების შესახებ იხილეთ პრივილეგიების პროგრამაში VISA CEMEA.
ამ მოკლე აღწერაში თავმოყრილია ძირითადი, მაგრამ არასრული ინფორმაცია პრივილეგიების პროგრამაზე.
Visa პრემიუმ ბარათების მფლობელებს პრივილეგიით სარგებლობის უფლება სადაზღვეო პოლისის საფუძველზე გადაეცემათ (პოლისის ნომერი ZABOTY00474).
თქვენი ბარათის ემიტენტმა ბანკმა შეიძლება შემოგთავაზოთ პრივილეგია „მგზავრობის დაზღვევა“ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ იყიდით სამგზავრო ბილეთს ან დაჯავშნით სასტუმროს თქვენი Visa Infinite-ის ბარათის მეშვეობით. ინფორმაცია პრივილეგიის პირობების და აღნიშნული პრივილეგიის მიღების შესახებ დააზუსტეთ თქვენი ბარათის ემიტენტ ბანკში.
თქვენ ასევე შეგიძლიათ დახმარებისთვის მიმართოთ Visa Infinite-ის კონსიერჟ-მომსახურებას. დარეკეთ ნომერზე: +1 303 967 1090 ან ეწვიეთ ვებ-გვერდს.
მოცემული პრივილეგია წარმოდგენილია ბარათის ემიტენტი ბანკის მიერ, ამიტომ Visa არ იძლევა გარანტიას აღნიშნული პრივილეგიის მომსახურების, მოქმედების სფეროსა და მოცემული პრივილეგიის მინიჭებასთან დაკავშირებით.